საერთაშორისო ფესტივალების ჩამონათვალში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს“, რომელიც ბათუმში 2007 წლიდან, ყოველ ზაფხულს იმართება. ჯაზის პარალელურად, ფესტივალის ორგანიზატორები ქართველ და უცხოელ მსმენელს სხვადასხვა სტილის მუსიკასაც სთავაზობენ. მისი დაარსებიდან მოყოლებული, აჭარას სწორედ ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში სტუმრობდნენ ისეთი მუსიკოს-შემსრულებლელი, როგორებიც არიან მაგალითად: მარკუს მილერი, ტანია მარია, მასეო პარკერი, როი ჰარგრუვი, მეისი გრეი, სტენლი ჯორდანი, ლარი გრეჰემი, ჯონ სკოფილდი, ელ ჯერო, მაიკ სტერნი, ვიქტორ ვუტენი, სნუპ დოგი, ლივ ვორფილდი, ლიზა სტენფილდი, ქვინსი ჯონსი, ჯამიროქვაი და კიდევ არაერთი შემსრულებელი თუ ბენდი.
შავი ზღვის ჯაზ ფესტივალისა და მონაწილეთა შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ გვერდს: easternpromotion.com