სიახლეები - GoBatumi
შავი ზღვის გემო, რომელიც მხოლოდ ბათუმშია

შავი ზღვის გემო, რომელიც მხოლოდ ბათუმშია

ისინი ქალაქზე ადრე იღვიძებენ. შენი გაღვიძებისას კი ზღვიდან თევზით სავსე ნავებით ბრუნდებიან

გზა ზღვიდან თევზის ბაზარში მიდის და ზღვის  ბინადრები დახლებზე ინაცვლებენ. “მელკიმორია” ის ადგილია, მთელ საქართველოში რომ იციან თევზის უამრავი სახეობითა (ამას ფოტოებიც მოწმობს) და თევზებს ამოყოლილი ზღვის სურნელით 

ამ ადგილის თავისებურებაა ისიც, რომ თევზეული თავად შეგიძლია შეარჩიო,  დაგემოვნებამდე 30 წუთით ადრე : ქაფშია თუ სარდინი,  სკუმბრია, მერლანგი თუ კამბალა, ქაშაყი თუ კეფალი, სტავრიდა თუ  ბარაბულკა, ორაგული თუ გარბული,  ხამანწკა, მიდია თუ კიბორჩხალა - რადგან შავი ზღვა  გრილი და ნაკლებად მლაშეა იქ უამრავი თევზი ბინადრობს 

შერჩეულ თევზს იქვე დაგისუფთავებენ და შესაწვავად გაამზადებენ. მერე შენაძენს ბაზრის მეზობლად,  თევზის რომელიმე რესტორანში მიიტან

გამოცდილ  მზარეულებს გინდ  გრილზე მოამზადებინე, გინდ ტაფაზე ზეთში, გინდ მოახარშინე.  ბოსტნეულით, კარტოფილით თუ ბრინჯით, ტყემლით თუ ქინძმრის სოუსით - ეს მხოლოდ გემო - ვნების საკითხია

თუ ზაფხულია ვერანდაზე დაჯექი, ზღვას ან მზის ჩასვლას უცქირე და გემრიელად მიირთვი. არ არსებობს სხვა  ამაზე უკეთესი ადგილი, სადაც შეიძლება ახლა იყო და ეს არის კიდევ ერთი უბრალო მიზეზი, რაც ამ ქალაქში აუცილებლად დაგაბრუნებს.

 

და კითხვაზე, რომელია შენი საყვარელი გემო? დაუფიქრებლად უპასუხებ - “რა თქმა უნდა, შავი ზღვის გემო…” გემო, რომელიც დიდხანს გაგყვება 

თეგები: