უკრაინული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები აჭარას ეცნობიან

უკრაინული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები აჭარას ეცნობიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ ისინი ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ხვდებიან და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრის შემდეგ უკრაინელი სტუმრები ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ქედის მუნიციპალიტეტს ესტუმრებიან.  საოჯახო მარნებში მათთვის ფოლკლორ შოუ და ადგილობრივი სამზარეულოს დეგუსტაცია გაიმართება. ინფოტურის მონაწილეები აჭარას 15 აპრილს დატოვებენ.

უკრაინა აჭარისთვის ტრადიციული სამიზნე ბაზარია, საიდანაც მოგზაურების რაოდენობა რეგიონში ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს უკრაინიდან რეგიონში 44%-ით მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წამყვანი ტურისტულის სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლები რეგიონს ხშირად სტუმრობენ. 2018-2019 წლებში, ჯამში რეგიონმა სამიზნე ქვეყნებიდან 1000-ზე მეტ ჟურნალისტსა და ტურისტულ სააგენტოს უმასპინძლა.

თეგები: