ზღვისპირა აჭარა - GoBatumi
ზღვისპირა აჭარა

ზღვისპირა აჭარა

ზღვის ტურიზმი აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. სუბტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვა, კეთილმოწყობილი სანაპიროები, ზღვისა და მთის შერწყმა – ეს ყველაფერი დასვენებისთვის უნიკალურ გარემოს ქმნის. სანაპირო ზოლის სიგრძე 21 კილომეტრია, ზღვის წყლის ტემპერატურა – საშუალოდ, +21-29 გრადუსი.

აჭარის საკურორტო ზონაში შედის: ქობულეთი, ციხისძირი, ჩაქვი, მწვანე კონცხი, ბათუმი, გონიო, კვარიათი, სარფი. ეს ადგილები მნახველს განუმეორებელ შთაბეჭდილებებს დაუტოვებს. სანაპირო ზოლს გადევნებული და პლაჟის ბუნებრივ საჩრდილობლად ქცეული ფიჭვნარი, ზღვის პირზე გაბნეული ქვები, რომელთა ფორმებსაც წყალი საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა, ბულვარის მაღალგანვითარებული ინფრასტრუქტურა და გართობის ფართო არჩევანი – სასურველი დასვენების მოწყობას აქ ყველა შეძლებს.

თეგები: