დაშორება ბათუმიდან: 123 კმ
ზღვის დონიდან: 1850-1900 მეტრი
ვიზიტისთვის საუკეთესო დრო: ზაფხული.
ბეშუმი მდებარეობს არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრის სიმაღლეზე. ბეშუმი გარშემორტყმულია სუბალპური ზონის წიწვოვანი ტყეებით და გამოირჩევა ჰაერის განსაცვიფრებელი სისუფთავითა და გამჭვირვალობით. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს. კურორტი ფუნქციონირებს ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე. აგვისტოს შუა რიცხვებში აქ ტრადიციული სახალხო დღესასწაული შუამთობა ტარდება, რომლის დროსაც სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად მიმდინარეობს დოღი.