დაშორება ბათუმიდან: 56 კმ
ზღვის დონიდან: 736 მეტრი
ვიზიტისთვის საუკეთესო დრო: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
ქალაქ ბათუმიდან მერისის მიმართულებით ტურისტს შესაძლებლობა ექნება მოინახულოს "აჭარული ღვინის სახლი", მახუნცეთის თემში საავტომობილო გზასთან ახლომდებარე ისტორიული ძეგლი - თამარის ხიდი, მახუნცეთის ჩანჩქერი; პირველი მაისის თემში - ცივასულას ციხე-კოშკი, მიწის ხიდი, შერვაშიძეების მარანი; დაბა ქედაში - ისტორიული მუზეუმი, ზვარეს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. ღირსშესანიშნაობები: სოფელი მერისის ახლოს შესაძლებელია ნამონასტრევის ჩანჩქერის, სათევზიას, მინდია ჩხიკვაძის მარნისა და ნამციხვარის ციხის დათვალიერება, მინერალური წყლის გუნდაურის გასინჯვა.
აქტივობა/სერვისი: საფეხმავლო ტური სოფელ მერისის გარშემო, ადგილობრივი ბუნებისა და კულტურის ძეგლების მონახულება (ნამონასტრევის ჩანჩქერი, მერისის ისტორიული მუზეუმი), ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება, აგროტური - აჭარის სოფლის ცხოვრების, ადგილობრივი მეურნეობის მართვის ტრადიციული ხერხების გაცნობა: ფუტკრების სკების მოვლა და თაფლის ოჯახური წარმოება, რძის პროდუქტების მომზადება, მიწათმოქმედება, პროდუქციის შენახვა, მესაქონლეობის, მეფრინველეობის, მებოსტნეობის, არყის გამოხდის, ადგილობრივი ტრადიციული კერძების დამზადების შესწავლა, ჰაიკინგი, კემპინგი, ნადირობა, თევზაობა, ხალხური რეწვის შესწავლა და სხვა. ტურისტებს შეუძლიათ გასინჯონ ახლომდებარე სოფლის, გუნდაურის მინერალური წყალი, ადგილობრივი მოსახლეობა მას სასმელად იყენებს.