დაშორება ბათუმიდან: 30 კმ
ზღვის დონიდან: 200 მეტრი
ვიზიტისთვის საუკეთესო დრო: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი პირველი მაისი (საღორეთი) მდებარეობს ბათუმიდან 30 კმ. მანძილზე. ქალაქ ბათუმიდან სოფლის მიმართულებით ტურისტს შესაძლებლობა ექნება მოინახულოს "აჭარული ღვინის სახლი", მახუნცეთის თემში საავტომობილო გზასთან ახლომდებარე ისტორიული ძეგლი თამარის ხიდი, მახუნცეთის ჩანჩქერი; პირველი მაისის თემში - ცივასულას ციხე-კოშკი, მიწის ხიდი, შერვაშიძეების მარანი; დაბა ქედაში - ისტორიული მუზეუმი, ზვარეს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.
აქტივობა/სერვისი: მებაღეობის და მებოსტნეობის ტრადიციული წესების შესწავლა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, ადგილობრივი კერძების დამზადების ტრადიციული წესების შესწავლა, ჰაიკინგი, ხალხური რეწვის შესწავლა-ქსოვა, ქარგვა, ღვინის დაყენება ან არყის გამოხდა (სეზონურად), თევზაობა და ბანაობა მდინარეში.