GoBatumi
თბილისი

თბილისი

მდებარეობა: ბათუმიდან აღმოსავლეთით 366 კმ-ში

საქართველოს დედაქალაქი თბილისი გამორჩეულია უძველესი კულტურითა და ისტორიით. მისი დაარსების შესახებ ლამაზი ლეგენდა არსებობს, რომელიც მე-5 საუკუნეში მოღვაწე ქართველთა ძლევამოსილ მეფეს ვახტანგ გორგასალს უკავშირდება.

თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობა გოგირდის აბანოებია, რომლის ირგვლივაც საუკუნეების მანძილზე იზრდებოდა და ვითარდებოდა ქალაქი.
მდინარე მტკვრის გარშემო გაშენებული ქალაქის მთავარი მშვენება ნარიყალას ციხე და მის გარშემო არსებული უძველესი ეკლესია-მონასტრებია. ყველა მათგანს განსაკუთრებული ისტორია აქვს მოსათხრობი დედაქალაქის სტუმრებისათვის.
თანამედროვე თბილისი წარმოუდგენელია მთაწმინდის გარეშე, იქ არსებული სხვადასხვა გასართობი ცენტრები თბილისელების და მათი სტუმრებისთვისსასურველი ადგილია.
დედაქალაქის შუაგულში მდგარი სამების საკათედრო ტაძარი სრულიად საქართველოსთვის ერთერთ მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს.
თბილისი ერთდროულად საინტერესოა როგორც ისტორიის, ასევე თანამედროვე ცხოვრების სტილის მოყვარული ადამიანებისთვის.
 

თეგები: