მდებარეობა: ბათუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 465 კმ-ში
ქართული მთის მშვენებაა ყაზბეგი, მის მაღალ მთებს ბევრი მითისა თუ ლეგენდისთვის დაუდია სათავე, მათგან ყველაზე გამორჩეული კი პრომეთეს შესახებ მითია, ლეგენდის თანახმად, სწორედ ყაზბეგის ყინულოვან ფერდობებზე მიაჯაჭვეს ღმერთებმა ურჩი ტიტანი.
ყაზბეგს ეროვნული პარკის სტატუსი აქვს მინიჭებული, ულამაზესი მთები და ლანდშაფტი რომელზედაც უხვადაა მიმოფანტული მჟავე და შუშხუნა წყლიანი ტბები, მრავლადაა ციცაბო ფერდობები, რომელიც ალპინიზმით გატაცებული ადამიანებისათვის დროის საუკეთესოდ გატარების საშუალებაა.
ყაზბეგი გამორჩეულია რელიგიური კუთხითაც, აქ არსებული გერგეტის სამების მონასტერი მნახველს განუმეორებელ და აღმატებულ შეგრძნებებს უტოვებს, მნიშვნელოვანია ასევე ბეთლემის კლდოვანი მღვიმე, სადაც დღესაც აღევლინება ქრისტიანული მსახურება.
გოროზი მთები ყოველთვის მზადაა გულთბილად გაგიმასპინძლდეთ, ყაზბეგში გამეფებული ზღაპრული სილამაზე წარუშლელ კვალს ტოვებს ნებისმიერ მნახველზე.