მდებარეობა: ბათუმიდან ჩრდილოეთით 261 კმ-ში
სვანეთი საქართველოს ულამაზესი კუთხეა, სადაც ბუნება და ადამიანები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
სვანეთის პატარა ულამაზესი სოფელი უშგული ევროპის ყველაზე მაღალმთიან დასახლებულ ადგილადაა ცნობილი, რომელიც UNESCO-ს მიერ მსოფლიოს კულტურის საგანძურად არის აღიარებული. უშგული ადრე სვანეთის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა.
უშგული გამოირჩევა ისტორიულ-რელიგიური კუთხითაც: თამარ მეფის ციხის ნანგრევები, ლაშარის სამონასტრო კომპლექსი, შუასაუკუნოვანი კოშკები და ეკლესიები, სადაც უამრავი ხატი, საეკლესიო ნივთი და ხელოვნების ნიმუში ინახება. უშგული, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ნაკრძალადაა გამოცხადებული.