მდებარეობა: ბათუმიდან აღმოსავლეთით 485 კმ-ში
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, ერთმანეთის გვერდიგვერდაა კავკასიონის თოვლიანი მთები, ულამაზესი ვაკეები და ველ-მინდვრები.
მრავალფეროვან ბუნებრივ ლანდშაფტს ორგანულად ერწყმის ქართული არქიტექტურის უნიკალური ნიმუშები ალავერდი, იყალთო, შუამთის მონასტერი, ბოდბე და დავით გარეჯა, ერეკლეს სასახლე და ჭავჭავაძეების უმშვენიერესი მამული.
სწორედ აქ, ამ გარემოში მზადდება უნიკალური ვაზის ჯიშებიდან სახელგანთქმული ქართული ღვინო, რომელმაც საქართველოს მთელს მსოფლიოში სახელი გაუთქვა, როგორც ვაზის სამშობლოს.
კახეთში უამრავი ლამაზი და ღირსშესანიშნავი ადგილია. მნახველზე წარუშლელ შტაბეჭდილებას ახდენს სიღნაღი, რომელიც შემოსაზღვრულია უძველესი გალავნით, საიდანაც ალაზნის ველის უმშვენიერესი ხედები მოგწყვიტავთ თვალს.
ულამაზესი ადგილია ყვარლის და ლოპოტას ტბა, სადაც შეგიძლიათ ბუნების ულამაზეს წიაღში დაისვენოთ და გაერთოთ. დატკბეთ კახეთის ძველი სატახტო ქალაქის - თელავის ისტორიული ადგილების მონახულებით.