მდებარეობა: ბათუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 140 კმ-ში
ქუთაისი საქართველოს უძველესი დედაქალაქია.
ბერძნული ინტიკური წყაროები მას მოიხსენიებს, როგორც ლეგენდარული და მითიური კოლხი მეფის აიეტის სატახტო ქალაქად. სწორედ აქედან, მდინარე ფაზისის გავლით, დაიწყეს ოქროს საწმისის მოპოვებისთვის ბრძოლა არგონავტებმა.
ქუთაისი გამორჩეულად კოლორიტული და პოეტური ქალაქია. მისი არქიტექტურა, ცნობილი ხიდი, ძველი უბნები, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ქალაქს.
ქუთაისი საქართველოს ერთერთი რელიგიურ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო. გელათის მონასტერში საუკუნეების მანძილზე არსებობდა აკადემია, სადაც ბერძენი და ქართველი დიდებულები თავიანთ შვილებს განათლების მისაღებად გზავნიდნენ.
მნიშვნელოვანია ბაგრატის ტაძარი, რომელიც გელათის მონასტერთან ერთად UNESCO-ს მიერ მსოფლიო კულტურის საგანძურითა სიაშია შეტანილი.