მარშუტის აღწერა
აჭარაში მევენახეობის კერად მიჩნეულია ქედი მუნიციპალიტეტი. ადგილობრივი წარმოების ყველაზე გავრცელებული ღვინის სახეობები ცოლიკაური და ჩხავერი. ქედაში უნიკალური ყურძნის ჯიშებია გავრცელებულ მათ შორის გამოჩეულია ჩხავერი, რომელიც ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია, მისგან დამზადებული ღვინო ვარდისფერი ელვარებით, ნაზი, ჰარმონიული ბუკეტით და არომატით გამოირჩევა. ქედაში ასევე გავრცელებულია თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ცოლიკაური, რომლისგან მზადდება სუფრის ღვინო ცოლიკაური. მევენახეობის გარდა ქედა ულამაზესი ბუნებითა და ისტორიული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. ღვინის ტური მაღალმთიან აჭარაში საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ საოჯახო მარნები, დააგემოვნოთ უნიკალური ადგილობრივი ღვინო და უგემრიელესი ტრადიციული კერძები, ასევე გაეცნობით მაღალმთიანი აჭარის უმშვენიერეს ბუნებას და ისტორიულ ძეგლებს.
ფაქტები
რა ნახოთ
ინფორმაცია