კატალოგი - GoBatumi
ღვინის ტური აჭარაში

მარშუტის აღწერა

აჭარაში მევენახეობის კერად მიჩნეულია ქედი მუნიციპალიტეტი. ადგილობრივი წარმოების ყველაზე გავრცელებული ღვინის სახეობები ცოლიკაური და ჩხავერი. ქედაში უნიკალური ყურძნის ჯიშებია გავრცელებულ მათ შორის გამოჩეულია ჩხავერი, რომელიც  ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია, მისგან დამზადებული ღვინო ვარდისფერი ელვარებით, ნაზი, ჰარმონიული ბუკეტით და არომატით გამოირჩევა. ქედაში ასევე გავრცელებულია  თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ცოლიკაური, რომლისგან მზადდება სუფრის  ღვინო ცოლიკაური. მევენახეობის გარდა  ქედა ულამაზესი ბუნებითა და ისტორიული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. ღვინის ტური მაღალმთიან აჭარაში საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ საოჯახო მარნები, დააგემოვნოთ უნიკალური ადგილობრივი ღვინო და უგემრიელესი ტრადიციული კერძები, ასევე გაეცნობით მაღალმთიანი აჭარის უმშვენიერეს ბუნებას და ისტორიულ ძეგლებს.

 

ფაქტები

  • მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი 
  • მარშრუტის სიგრძე: ბათუმიდან სოფელ აჭარისწყლამდე - 18 კმ
  • მარშრუტის ტიპი: საავტომობილო
  • მარშრუტის სირთულე: მარტივი
  • გზის საფარი: ასფალტირებული გზა და სასოფლო გრუნტიანი გზა
  • ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრულად

 

რა ნახოთ

  • ზვარეს ეკლესია
  • მახუნცეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი
  • ქედის ისტორიული მუზეუმი
  • მახუნცეთის ჩანჩქერი

 

ინფორმაცია

რუკის ჩამოტვირთვა

GPX ფაილის ჩამოტვირთვა

ბროშურების ჩამოტვითრვა

თეგები:

ღვინის ტური აჭარაში

ტურები და მარშრუტები
მთიანი აჭარის ღვინის მარშრუტი