კატალოგი - GoBatumi
ხულოს სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი

ხულოს სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა 2017 წელს დაარსებიდან 80 წლის იუბილე აღნიშნა. ამ თეატრის შესახებ არსებულ ინფორმაციას თუ გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმედ ითვლებოდა მაღალმთიან აჭარაში თეატრის ფუნქციონირებისა და სცენიდან ქართული სიტყვის გავრცელების საქმე.

თეატრის ისტორია სათავეს იღებს 1925 წლიდან და უკავშირდება ქართველი კინორეჟისორის – სიკო დოლიძის სახელს, რადგანაც სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს სცენისმოყვარეებმა ხულოში წარმოდგენების გამართვა. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა დრამატული წრე, უფრო მოგვიანებით – სახალხო თეატრი, რომელიც, ძირითადად, ქართული დრამატურგიით საზრდოობდა. სახელმწიფო დრამატული თეატრის სტატუსი მას 1992 წლიდან მიენიჭა. 2016 წელს, ხულოს თეატრმა გასტროლები გამართა ათენში (საბერძნეთი) და 2017 წლის ზაფხულში კი სპექტაკლი „ანტი-ანტიგონე“ რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოადგინა.

თეგები:

ხულოს სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი

სანახაობა და კულტურა
ხულო
577909015
ticbatumi@gmail.com