Events - GoBatumi
ბათუმის დრამატული თეატრი
გართობა 19:00

ბათუმის დრამატული თეატრი

დასახელება: საპრემიერო ჩვენებები გრძელდება | დ.კლდიაშვილის მიხედვით

თარიღი: 8 მაისი
დასაწყისი: 19:00
ადგილი: ბათუმის დრამატული თეატრი
მისამართი: რუსთაველის გამზ. #1

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: info@batumitheatre.ge
მობ.: 577 980 886 | 555 366 399
ფეისბუქი: https://www.facebook.com/BatumiDrama

აღწერა:
დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით
ერთ მოქმედებად

რეჟისორი – ანდრო ენუქიძე
მხატვარი – ვერა ყიფიანი
მუსიკალური გაფორმება – თენგიზ შამილაძე, ლაშა შეროზია
რეჟისორის თანაშემწე – ნატო ღლონტი
თეონა ლორთქიფანიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი :
მაია - ლია აბულაძე, ტუფია - ანი ცეცხლაძე, ნატალია - ხატია ფოფხაძე, სოფლის გიჟი - ზურა ქავთარაძე, ილია - დავით ჯაყელი, ამირანა - მანუჩარ შერვაშიძე, პავლია - ავთანდილ ქარჩავა, ლომინა - ჯემალ ველიაძე, ნიკო - ნოდარ იაკობაძე, სერაფიონი - დიმა მელია, რომანოზა - გოგიტა მეგრელიძე, ვასილ - ლევან თედორაძე, სეფე - სესე მიქავა, თებროლე - ნატო გოგიტაური, დაცვა - გიორგი ფირცხალაშვილი.

ანოტაცია:
კლასიკა არ ბერდება.
უკვდავია დავით კლდიაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც ღიმილნარევი სევდითა თუ მძაფრი ადამიანური ტკივილებითაა აღბეჭდილი და ყველა დროში პოულობს გამოძახილს . . .
ნიშანდობლივია, რომ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ანდრო ენუქიძემ კლასიკურ რეპერტუარზე შეაჩერა არჩევანი.
თეატრის განახლებულ კედლებში ჩვენი დიდი კლასიკოსის მარად ცოცხალი სიტყვა დაისადგურებს და კიდევ ერთხელ განისაზღვრება კლდიაშვილისეული იმედის ძალა და მოთმინების საზღვარი. 

სალარო:
თეატრის სალარო მდებარეობს ბათუმის დრამატული თეატრის ძირითად შენობაში მის. რუსთაველის №1
სალარო მუშაობს ყოველ დღე გარდა ორშაბათისა  12:00-დან 19:00 საათამდე 
ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია თეატრის სალაროში ადგილზე და ტელეფონის საშუალებით, ხოლო ჯავშანი ავტომატურად იხსნება სპექტაკლის წინა დღეს დღის ბოლომდე.
დამატებითი კითხვებისთვის, ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თეატრის სალაროს ნომერზე

☎ 0422 27 31 80 | 0422 27 42 83 | 577 980 858

სახლიდან გაუსვლელად მარტივად ბილეთებს შეიძენთ ონლაინ რეჟიმში ვებ გვერდზე : www.biletebi.ge

5.00 GEL
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები