Events - GoBatumi
Bzhuzha Race
გართობა 10:00

Bzhuzha Race

საქართველოში, კერძოდ გურიაში, ექსტრემალური კაიაკინგის ჩემპიონატი „Bzhuzha Race“-ი წელს მეოთხედ გაიმართება. ექსტრემალური კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი „Bzhuzha Race“-ი სოფ. შემოქმედის მახლობლად მდებარე მდინარე „ბჟუჟა“-ზე 2016 წლიდან იმართება და ხელს უწყობს ამ რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარებას. წელს  საქართველოში ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ათლეტები. ასევე აღსანიშნავია, რომ წელს ჩემპიონატში მონაწილეობას  ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ. 

ღონისძიების პროგრამა იხილეთ ვებ-გვერდზე: bzhuzharace.com/event 
ჩატარების თარიღი: 8-10 მაისი
დასაწყისი: 10:00 საათი
ჩატარების ადგილი: მდინარე „ბჟუჟა“
მისამართი: სოფ. შემოქმედი 

ტელეფონი: +995 558 42 42 42 
ვებ-გვერდი: bzhuzharace.com
ელ-ფოსტა: info@bzhuzharace.com 

თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები