Events - GoBatumi
Black Sea Sound - KID JESUS & სიმებიანი კვარტეტი
გართობა 20:00

Black Sea Sound - KID JESUS & სიმებიანი კვარტეტი

6  სექტემბერს, პირველად ბათუმში, KID Jesus და სიმებიანი კვარტეტი გამართავენ ექპერიმენტულ ინდი როკ კონცერტს კლასიკური მუსიკის სინთეზით.

KID Jesus ჩამოყალიბდა 2012 წელს, თბილისში, ლევან შანშიაშვილის (გიტარა, ვოკალი), ცოტნე ჩიქობავასა (ბასი) და არჩილ შიოშვილის (დრამი) მიერ, რათა შეექმნათ საუკეთესო ინდი-ჯიზაზ-როკ მუსიკა. მუსიკოსები პირველად „აივანი Season 2“ ზე წარსდგნენ, თბილისი ივენთ ჰოლში. 2012 წელს KID Jesus გახდა გამარჯვებული ისეთი მასშტაბური პროექტისა, როგორიცაა Tbilisi Newcomers.    2013 წელს KID Jesus პირველი ქართული ბენდი იყო Tbilisi Open Air-ზე, რომელმაც დაუკრა ისეთი მუსიკოსების გვერდით, როგორებიცაა The Subways, Modeselektor და Tricky.

ინდი როკის შესრულება კლასიკური მუსიკის აკომპანირებით ქმნის განსაკუთრებულ და სპეციფიურ ჟღერადობას, რის გამოც გადაწყდა ამ ექსპერიმენტის ჩატარება. ასევე, KID Jesus შეასრულებს რამდენიმე კომპოზიციას ახალი ალბომიდან, რომელიც სამომავლოდ ვინილის სახით გამოვა.

პროექტის ორგანიზატორი: EREDELI

პროექტის მხარდამჭერი: აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

[ f ] #BlackSeaSound

[instagram] #BlackSeaSounds

[www] BlackSeaSound.com

თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები