Events - GoBatumi
სოფლის ტურიზმის ფესტივალი ''განდაგანა''
ფესტივალები გართობა 16:00

სოფლის ტურიზმის ფესტივალი ''განდაგანა''

6-7 ოქტომბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“-ს უმასპინძლებს. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ აქტივობებში: განდგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. საინტერესოა ფესტივალის მუსიკალური პროგრამაც, რომელშიც ძირითადად, ადგილობრივი ფოლკლორული ბენდები ჩაერთვებიან.

თარიღი: 6-7 ოქტომბერი

დასაწყისი: 16:00 

მისამართი: ევროპის მოედანი

 

ფესტივალის ვიდეო

ფესტივალის პროგრამა

თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები