2-7 სექტემბერს, აჭარა ფრინველებზე დაკვირვების მერვე
საერაშორისო ფესტივალს მასპინძლობს! მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას ბათუმში დიდი ბრიტანეთიდან „Birdfair“ - ის დამფუძნებელი ტიმ ეპლტონი და “Raptor Retrea” – ის წარმომადგენელი მაიკ ჰენდერსონი უცხოელ და ქართველ კოლეგებთან ერთად დააკვირდებიან.
ფესტივლის ფარგლებში დღის განმავლობაში დაგეგმილია გასვლითი ტურები ფრინველთა დაკვირვების პუნქტებზე, საღამოობით კი ლექცია-სემინარები, სადაც უცხოელი თუ ქართველი ექსპერტები ერთამენთს ფრინველთა სახეობების დაცვასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცდილებას გაუზიარებენ.
აჭარაში, რომელიც აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის სახელითაა ცნობილი, ყოველწლიურად 1 000 000 - ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. რეგიონი მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა რიცხოვნობით მესამე
ადგილზეა.
ფესტივალში მონაწილეობისთვის აუცილებელია ელექტრონული
რეგისტრაცია: http://tiny.cc/fyixbz
დამატებითი ინფორმაცისთვის მიმართეთ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს:
+995 577 90 90 93/91