სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ხვალ გაიხსნება

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ხვალ გაიხსნება

ხვალ, 16:00 საათზე, ევროპის მოედანზე სტარტს აიღებს სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები და მასტერკლასები, ღვინის სახალხო დაწურვა და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რაც ფესტივალის სტუმრებს 4 საათიდან ელოდებათ. ორი დღის განმავლობაში მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი.