სიახლეები - GoBatumi
ბაქოდან ბათუმში პირველი რეისი ჩამოფრინდა

ბაქოდან ბათუმში პირველი რეისი ჩამოფრინდა

დღეს, ბაქოდან ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა, რომელსაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 100-მდე მგზავრი ჩამოყვა. ავიაკომპანია "აზერბაიჯან ეარლაინსის" პირველ მგზავრებს აეროპორტში ფოლკლორ შოუთი დახვდნენ.

 

პანდემიის შემდეგ ბაქო-ბათუმს შორის ეს პირველი რეისია. ფრენები ზაფხულის განმავლობაში ივნისის ბოლომდე კვირაში ორჯერ, ივლისიდან კი სამჯერ შესრულდება, რაც რეგიონში აზერბაიჯანელი ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.

 

აზერბაიჯანელ ტურისტებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  თინათინ ზოიძე და აზერბაიჯანის კონსული პარვიზ ისმაილზადა დახვდნენ.

 

მიმდინარე წელს, ბათუმის აეროპორტში ფრენების რაოდენობის მზარდი დინამიკაა. არსებული მონაცემებით, ბათუმის მიმართულებით ფრენები 5-მა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო : Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways. მათ შორის   ავიაკომპანიებმა Airbaltic და Uzbekistan Airways ფრენები წელს პირველად რიგადან და ტაშკენტიდან შეასრულა. ივნისის განმავლობაში ბათუმის მიმართულებით 300-მდე ფრენა 12 ქვეყნიდან დაგეგმილი.

თეგები: სიახლე