აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება. ამჯერად, რეგიონის ტურისტული პროდუქტებს კიევისა და კატოვიცეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გაეცნენ, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვიზიტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტული შესაძლებლობების შესახებ. კიევში დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ხოლო კატოვიცეში დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი.

პოლონეთი და უკრაინა იმ ძირითად სამიზნე ქვეყნებს შორისაა, სადაც დეპარტამენტი აჭარის რეგიონის რეკლამირებას სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით წლებია ანხორციელებს. მათ შორის ონლაინ რეკლამით, გარე რეკლამით, პრეს და ინფოტურების ორგანიზებით, რომელთა შედეგადაც პოლონეთისა და უკრაინის წამყვან მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ რეპორტაჟები, სტატიები, გადაცემები და სიუჟეტები ქვეყნდება. რეგიონში გაზრდილია უკრაინელი და პოლონელი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაც. 2018 წელს, უკრაინიდან აჭარას წინა წელთან შედარებით 44-ით მეტი, ხოლო პოლონეთიდან 11,5%-ით მოგზაური სტუმრობდა.

დღეს, ასევე დაიწყო მინსკის საერთაშორისო ტურისტული გამოფენაც, სადაც აჭარა დამოუკიდებელი სტენდითაა წარმოდგენილი. ჯამში, წლის განმავლობაში რეგიონის პოპულარიზაცია 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მოხდება.

თეგები: