სიახლეები - GoBatumi
აჭარაში კიდევ ერთი მუზეუმი გაიხსნა

აჭარაში კიდევ ერთი მუზეუმი გაიხსნა

აჭარას კიდევ ერთი ეთნოგრაფიული მუზეუმი შეემატა. ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი ხელვაჩაურში 2016 წლის მაისის ბოლოს ამოქმედა. მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მუზეუმში აჭარაში მოქმედი ტურისტული სააგენტოებისთვის ინფოტური მოაწყო. მუზეუმის დამფუძნებელმა ქემალ თურმანიძემ სააგენტოების წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გამართა და მუზეუმში წარმოდგენილი ეთნოგრაფიული კუთხეების შესახებ ისაუბრა. შეხვედრისას ტურისტულ სააგენტოებსა და მუზეუმს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ 3000 კვ.მ.-ზეა განთავსებული. მასში აჭარის რეგიონის ყოფა-ცხოვრების და ტრადიციების ამსახველი ნივთები და მასალებია 15-ზე მეტ თემატურ სივრცეშია წარმოდგენილი.  

თეგები: