კატალოგი - GoBatumi
კოლხობა

პერიოდი: აგვისტო

1978 წელს სოფელ სარფის მოსახლეობამ საკუთარი ინიციატივით აღადგინა მივიწყებული დღესასწაული და მას კოლხობა უწოდა. იგი ყოველწლიურად იმართება სოფელ სარფში. "კოლხობა" ახალი სახელწოდებაა ლაზეთის ერთი ძირძველი დღესასწაულისა, რომელიც თავისი შინაარსით ზღვას, ზღვის კულტს უკავშირდებოდა. სოფლელი ლაზები იკრიბებოდნენ ზღვისპირზე და ბანაობდნენ. ნ. მარის ცნობებით ეს დღესასწაული ძველი სტილით 7 აგვისტოს იმართებოდა ხოფა-სარფის ზონაში.

1978 წლიდან დღესასწაულმა გააცოცხლა ლაზთა წარსული ყოფაცხოვრება, კოლხეთისა და ძველი საბერძნეთის ურთიერთობის დამახასიათებელი მომენტები, დაკავშირებული არგონავტების კოლხეთში მოგზაურობასთან. "კოლხობაზე" თეატრალურ სანახაობებს ერთვის სხვადასხვა ღონისძიებები და იგი რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული სახალხო დღესასწაულია.

თეგები: