კატალოგი - GoBatumi
ხულოს ტურისტული მარშუტი I

მარშუტის აღწერა

მარშრუტი იწყება დაბა ხულოში, ხულოს ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულებით. დაბა ხულოდან მარშრუტი შეგვიძლია 3 მიმართულებით დავგეგმოთ:

  • დაბა ხულო-თაგოს საბაგირო გზა, რომელსაც 8 წუთში ავყავართ სოფელ თაგოში, სოფლამდე მისასვლელი 6 კმ-იანი გზა ძლიერ დაზიანებულია და ამ საბაგიროს სოფლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, საბაგირო სიგრძეში 1700 მეტრია, სიმაღლეში - 350 მ. ამ საბაგიროთი მგზავრობა არის საინტერესო თავგადასავალი, დახუნძლულია შთაბეჭდილებებითა და ულამაზესი ხედებით.
  • დაბა ხულო - უჩხოს ხიდი, მარშრუტი მიდის ჩრდილოეთის მიმართულებით სოფელ ოქრუაშვილებისკენ, საშუალო ხარისხის სოფლის გზით შუაგულ ტყეში, ოქრუაშვილების გავლის შემდეგ ვხდებით სოფელ დუაძეებში. გზა ძირითადად ფერდზე მიდის და თანდათანობით ჩადის  ხევში, უჩხოს თაღოვანი ხიდი აკავშირებს სოფელ უჩხოს ორ მხარეს ერთმანეთთან, ხიდი ახალი რესტავრირებულია დაგამოიყენება მხოლოდ საფეხმავლოდ.
  • დაბა ხულო - ქედლები, მარშრუტი აქაც მიემართება ჩრდილოეთის მიმართულებით, 1,3 კმ-ის გავლის შემდეგ ვხვდებით გზაგასაყარს, საიდანაც ერთი გზა მიდის უჩხოს ხიდისკენ, მეორე კი - სოფელ ქედლებისკენ. გზაგასაყარიდან ქედლების სათხილამურო ბაზამდე 3,8 კმ-ია და გზა მიუყვება ბეტონის სამანქანო გზას. სოფელი ქედლები გამოირჩევა აჭარული სოფლისთვის დამახასიათებელი სილამაზით, რომელიც გარშემორტყმულია შერეული ტყეებით, სათხილამურო ბაზიდან მარშრუტი მიუყვება სოფლის ქუჩას, რომელიც გადადის ბილიკში, დახლოებით 400 მ-ის გავლის შემდეგ ვხვდებით გზაჯვარედინს, საიდანაც ავდივართ ტყიანი ფერდის მიმართულებით და 1 კმ-ის გავლის შემდეგ მივადგებით ჩანჩქერს, რომელიც კარათას მთიდან მომავალი ნაკადულებით საზრდოობს.

 

ფაქტები

  • მარშრუტის სტარტი/ფინიში: დაბა ხულო/სოფელი ქედლები
  • მარშრუტის სიგრძე: 11,5 კმ
  • მარშრუტის ხანგრძლივობა: ნახევარი დღე
  • მარშრუტის ტიპი: სამანქანო/საფეხმავლო
  • მარშრუტის სირთულე: მარტივი
  • მარშრუტის სეზონურობა: რეკომენდებულია მთელი წლის განმავლობაში
  • მინ./მაქს. სიმაღლე ზღ. დონიდან: 883/1592 მეტრი
  • მანძილი ბათუმიდან: 87 კმ
  • ფიჭური ქსელების დაფარვის ზონა: სრულად

 

რა ნახოთ

  • თაგოს საბაგირო გზა
  • ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
  • უჩხოს ხიდი XI- XIII
  • სოფელი ქედლები

ინფორმაცია

რუკის ჩამოტვირთვა

GPX ფაილის ჩამოტვირთვა

ბროშურების ჩამოტვითრვა

თეგები: