კატალოგი - GoBatumi
ქედის საფეხმავლო ტურისტული მარშუტი

მარშუტის აღწერა

მარშრუტი იწყება ბათუმი-ახალციხის სამანქანე გზაზე, დანდალოს ხიდთან. დანდალოს ხიდის უკან, ადის ტყიან ფერდზე და მიუყვება ბილიკს, დაახლოებით 300 მეტრის გავლის შემდეგ გადის სოფლის გზაზე. აღმოსავლეთის მიმართულებით, 1,5 კმ-იანი მონაკვეთის გავლის შემდეგ, მიდის ტყის პირას, საიდანაც იწყება ციცაბო ტყიანი მონაკვეთი, რომელიც კვეთს ნაკადულიან, ხევს და ვუახლოვდებით კავიანის ციხის ნანგრევებს. აქედან იშლება თვალწარმტაცი ხედი აჭარისწყლის ხეობაზე. კავიანის ციხიდან ვაგრძელებთ ბილიკზე მოძრაობას აღმოსავლეთით და 2 კმ.-ის გავლის შემდეგ ჩავდივართ სოფ. კლდისუბნისკენ მიმავალ გზაზე. თავდაღმართში ბილიკი მიუყვება აჭარისწყლის ხეობისკენ მიმავალ გზას. მარშრუტი სრულდება გაბმულ ხიდზე, რომლითაც გადავკვეთთ მდინარეს და გავდივართ ბათუმი-ახალციხის სამანქანო მაგისტრალზე.

 

ფაქტები

  • მარშრუტის სტარტი/ფინიში: დანდალოს ხიდი/გაბმული ხიდი
  • მარშრუტის სიგრძე: 5,6 კმ
  • მარშრუტის ხანგრძლივობა: ნახევარი დღე
  • მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო
  • მარშრუტის სირთულე: საშუალო
  • მარშრუტის სეზონურობა: არ არის რეკომენდებული ღრმა თოვლის პირობებში
  • მინ./მაქს. სიმაღლე ზღ. დონიდან: 312/514 მეტრი
  • მანძილი ბათუმამდე: 55,5 კმ
  • ფიჭური ქსელების დაფარვის ზონა: სრულად

 

რა ნახოთ

  • დანდალოს ხიდი (IX-X ს)
  • კავიანის ციხე (XII-XIII ს)
  • გაბმული ხიდი

ინფორმაცია

რუკის ჩამოტვირთვა

GPX ფაილის ჩამოტვირთვა

ბროშურების ჩამოტვითრვა

თეგები:

ქედის საფეხმავლო ტურისტული მარშუტი

ტურები და მარშრუტები
ქედის საფეხმავლო ტურისტული მარშუტი