კატალოგი - GoBatumi
ალი და ნინო

მარადიული სიყვარულისა და ერთა შორის ურთიერთგაგების არსის მატარებელი ქანდაკება "ალი და ნინო" ბათუმის ერთ-ერთ უმშვენიერეს სიმბოლოდ იქცა. 8 მეტრის სიმაღლის ქალისა და მამაკაცის მოძრავი ქანდაკება ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის საავტორო ნამუშევარია. ძეგლი ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომან "ალი და ნინოს" სახელს ატარებს. 2010 წელს შექმნილი ქანდაკება, სიყვარულთან ერთად, ევროპისა და აზიის გადაკვეთის, დაკავშირების და შეერთების სიმბოლოდაც იქცა.

თეგები: