კურორტი ბეშუმი 1937 წლიდან ფუნქციონირებს. უნიკალური წყალი და ჰაერი ერთ-ერთი საუკეთესოა ფილტვებისა და ბრონხიალური დაავადებებისთვის.აგვისტოს პირველ შაბათ- კვირას კურორტზე იმართება საერო დღესასწაული ,,შუამთობა“ სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ ტრადიციულ ფოლკლორს, კერძებს, ხალხური რეწვის ნიმუშებს და ამავდროულად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.
როგორ მოვხვდეთ:
1. ბათუმის ავტოსადგურიდან - მაიაკოვსკის ქ.№ 1 ყოველ დღე 08:50 სთ-ზე კურორტ ბეშუმის მიმართულებით გადის სამარშრუტო ტაქსი. მგზავრობის საფასური 15 ლარი.
2. ხულოს ავტოსადგურიდან გადის სამარშრუტო ტაქსი ყოველ დღე, გრაფიკი მოძრავია და დამოკიდებულია მგზავრთა რაოდენობაზე, ხულოს ავტოსადგური - 0423 27 00 95
მანძილი: ბათუმიდან 135 კმ-4 სთ
დაბა ხულოდან 45 კმ-90 წთ
ზღვის დონიდან: 1950 მ
მდებარეობა: მაღალმთიანი აჭარა, ხულოს რაიონი, კურორტი ,,ბეშუმი“
საკემპინგე და საპიკნიკე ადგილი: შქერნალი, კურორტი ბეშუმი
განთავსება
სანატორიუმი 15-25 ლარი
1 კოტეჯში შესაძლებელია 6 - 7 ადამიანის განთავსება.
1 ადამიანი სამჯერადი კვებით - 25 ლარი.
10 წლამდე ბავშვები 15 ლარი.
3 წლამდე ბავშვები უფასოდ
კვების გარეშე: 1 დამსვენებელი 15 ლარი, 10 წლამდე ბავშვები 10 ლარი.
საკონტაქტო პირი, თემურ ქედელიძე - 577 35 50 94