პერიოდი: სექტემბერი
სექტემბრის პირველი კვირის დასასრულს ქალაქ ბათუმის მერია „ბათუმობას“ აღნიშნავს. ეს დღესასწაული სახალხო ხასიათისაა და უამრავ გასართობ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას მოიცავს. „ბათუმობის“ დღესასწაული ღია ცის ქვეშ გალა-კონცერტით სრულდება, რომელშიც ყოველწლიურად ცნობილი ქართველი და უცხოელი მომღერლები მონაწილეობენ.