კატალოგი - GoBatumi
ევროპის მოედანი

ძველი ბათუმის შუაგულში, ცენტრალური ქუჩებით და საუცხოო შენობებით გარშემორტყმული ევროპის მოედანი ბათუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. ევროპის რეგიონთა ასამბლეაში აჭარის გაერთიანების შემდეგ ამ მოედანს ერას, ანუ ევროპის მოედანი დაერქვა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართველი ხალხის ევროპისაკენ სწრაფვას. 2007 წელს მოედანზე აღმართული "მედეას" ქანდაკება ქართველი ხალხის ევროპულ სამყაროსთან ძირძველ კავშირებსა და ჩვენი კულტურის ევროპულ ცივილიზაციასთან სიახლოვეს კიდევ ერთხელ გვახსენებს.

ქალაქის ცენტრში მდებარე მოედანი არამარტო ტურისტებისათვის, არამედ ბათუმელებისთვისაც საყვარელი ადგილია დასვენებისა და გართობისათვის. განახლებული ფასადებისა და ახალი შენობების საუცხოო შერწყმა განსაკუთრებით ლამაზია ღამით. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მოედანმა არაერთ საერთაშორისო დონის კონცერტს უმასპინძლა. უფრო მეტიც, ევროპის მოედანი ქართველებისათვის საახალწლო ღამის განუყოფელი ნაწილი გახდა თავისი კონცერტებითა და საზეიმო გარემოთი. 

თეგები: