ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი აშენდა 1897 წელს, მეცენატი ძმები ზუბალაშვილების მიერ. შენობა ნეო-გოთური სტილითაა აგებული და სამგუმბათიანია. საბჭოთა პერიოდში აქ განთავსებული იყო არქივი, შემდეგ მაღალი ძაბვის ლაბორატორია. მოგვიანებით, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით შენობა გადაეცა ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას. 1989 წელს ტაძარი აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ. დღეს ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარი საკათედრო ტაძარია.
ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი