კატალოგი - GoBatumi
აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია. ის 1908 წელს დაარსდა, როცა ქალაქის საბჭომ პუშკინის სახელობის სასწავლებელის პედაგოგების ინიციატივა მოიწონა და საბავშვო მუზეუმის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ხარიტონ ახვლედიანი მუზეუმს 1938-1989 წლებში ხელმძღვანელობდა.

ეს საინტერესო მუზეუმი დამთვალიერებელს სამ ადგილას ეპატიჟება: მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმი – გამოჩენილი ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გასაცნობად; ილია ჭავჭავაძის მუზეუმში – ქართველი წმინდანისა და უდიდესი საზოგადო მოღვაწის პირადი ნივთების, დოკუმენტებისა და ფოტომასალის დასათვალიერებლად; სამეცნიერო ბიბლიოთეკაში – სადაც უძველესი წიგნების უმდიდრესი ფონდია წარმოდგენილი.

მთლიანობაში, მუზეუმში დაცულია 180 ათასამდე ექსპონატი – უნიკალური ნივთები, კოლექციები, მხატვრული ტილოები, ფოტოები, სკულპტურები, სამკაულები, ანტიკვარული ნივთები, ხელოვნების ნიმუშები, 2 000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, 63 ათასი წიგნი სხვადასხვა ენაზე, რომელთაგან ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. აქვე უნდა აღინიშნოს მუზეუმის ეზო, სადაც დაგხვდებათ ვეშაპის ჩონჩხი და კულტურის ძეგლების ორნამენტიანი ფრაგმენტები, ძველი წარწერებით.

თეგები:

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

სანახაობა და კულტურა
ხარიტონ ახვლედიანის ქ. №4
0 422 27 11 75
khariton@ajaramuseums.ge