კატალოგი - GoBatumi
პიაცას მოედანი

ბათუმის სიმბოლოდ ქცეული პიაცას მოედანი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანია მთელ საქართველოში. იგი 5700 კვ. მეტრზეა აშენებული და გამოირჩევა, როგორც თავისი მოხატულობით, ასევე მოზაიკისა და ვიტრაჟის ხელოვნების საუცხოო ნიმუშებით. ძველი ბათუმის ისტრორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, პიაცას კომპლექსის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა. მოედნის მთავარი არქიტექტორი ვაჟა ორბელაძეა, ხოლო ვიტრაჟების ავტორი - ესტონელი ხელოვანი დოლორეს ჰოფმანი. მოზაიკის ავტორი არის ქართველი დიზაინერი ნატალია ამირეჯიბი დე პიტა. ეს მოზაიკა არის ყველაზე დიდი ფიგურატული მარმარილოს მოზაიკა ევროპაში.

პიაცას მოედანმა სასტუმრო-გასართობი და კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის დატვირთვა შეიძინა. ბათუმში ჩამოსული ყველა ტურისტი აუცილებლად სტუმრობს ქალაქის ამ ახალ ღირშესანიშნაობას. პიაცას მოედანმა უმასპინძლა მსოფლიოში ცნობილ ისეთ დიდ მუსიკოსებს, როგორებიც არიან პლასიდო დომინგო, კრის ბოტი, სტინგი, მეისი გრეი, მიშელ ლეგრანი და თამარ გვერდწითელი.

თეგები: