კატალოგი - GoBatumi
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

ბათუმის დრამატული თეატრის შენობა 1952 წელს გაიხსნა (არქიტექტორი ი. ტეპლიცკი) და 7 წლის მერე მას ილია ჭავჭავაძის სახელი მიანიჭეს, თუმცა, ბათუმში გამართული პირველი წარმოდგენა 1879 წლით თარიღდება. ზურაბ ანტონოვის კომედიაში „განა ბიძიამ ცოლი შეირთო?“ სცენისმოყვარეები მონაწილეობდნენ. ამის ინიციატორი ბათუმის პოლიცმაისტერის ცოლი ქეთევან ჟურული ყოფილა.

საქართველოს სხვა თეატრების მსგავსად, პირველი დადგმები საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. თეატრალური ხელოვნებით გატაცებულნი შენობიდან შენობაში გადადიოდნენ და მაყურებელთა სიმცირეს მაინც არ უჩიოდნენ. XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან დასს დავით კლდიაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო 1912 წელს დაფუძნებულ მსახიობთა ამხანაგობას – შალვა დადიანი. სწორედ ის აღმოჩნდა 1913 წელს ბათუმში დაარსებული დრამატული საზოგადოების (თავმჯდომარე ივანე მესხი) გამგეობის მიერ შედგენილი პროფესიონალთა დასის რეჟისორი. 1921 წლიდან ბათუმის თეატრი აკადემიურად იწოდება. 1931-32 წლებში მისი ხელმძღვანელი იყო კოტე მარჯანიშვილი.

თეგები:

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

სანახაობა და კულტურა
რუსთაველის გამზირი #1
0 422 27 06 14
info@batumitheatre.ge