კატალოგი - GoBatumi
თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი

სპექტაკლები: შაბათს და კვირას      ? 13:00


ბილეთის ფასი: 4 ლარი (3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უფასო)


2016 წლის 14 იანვრიდან რეკონსტრუირებულ შენობაში აგრძელებს შემოქმედებით პროცესს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი. მისი ერთი სართულითა და საზაფხულო სივრცით გაზრდილ ისტორიულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

თოჯინების თეატრის დაარსების სურვილი საქმედ 1930-იან წლებში იქცა. ისტორიულ წყაროებში დაცული ინფორმაციის თანახმად, თოჯინების თეატრი ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა 1936 წელს სპექტაკლით „კაკოს ოინები“. მუშაობდა ორენოვანი სექცია და ბავშვებს მრავალფეროვან, როგორც ქართულ ისე უცხოენოვან ნაწარმოებებზე აგებულ წარმოდგენებს სთავაზობდა. იმ პერიოდის ბათუმის თოჯინების თეატრს „სამუსლიმანო საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოება“ ეხმარებოდა, მემედ აბაშიძის ხელმძღვანელობით. ისტორიული წყაროების თანახმად, სწორედ ეს ფაქტი აღმოჩნდა 1938 წელს თოჯინების თეატრის დახურვის მიზეზი. ამ საქმის პროფესიონალურად გაგრძელება მოხერხდა მხოლოდ 1980 წლიდან, როდესაც ბათუმში მუდმივმოქმედი თოჯინების სახელმწიფო თეატრი ამოქმედდა. მის მთავარ რეჟისორად დაინიშნა ცნობილი ქართველი მეთოჯინე, პროფესორი გივი სარჩიმელიძე, რომელმაც თოჯინების თეატრის არაერთი მსახიობი და რეჟისორი აღზარდა. სახელმწიფო თეატრი მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში, თანამშრომლობდა სხვადასხვა მხატვართან და კომპოზიტორთან, წლიდან წლამდე ამდიდრებდა რეპერტუარს და ვითარდებოდა.

თეგები:

თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი

სანახაობა და კულტურა
მემედ აბაშიძის 49
0422276234
info@puppet-show.org