თარიღი: XI-XII საუკუნეები
მიწის ხიდი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ საღორეთშია აგებული, აგარისწყლის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე ჭანჭახეთზე, ვიწრო და კლდოვან ადგილზე. ხიდის ბურჯი დაშენებულია ბუნებრივ კლდეზე და მისი სიმაღლე წყლის ზედაპირიდან 4,64 მეტრია, ბურჯის სიმაღლე 1,16 მეტრი, სიგანე კი - 2,62 მეტრი. ხიდის ბურჯებს ეყრდნობოდა თაღი, რომელსაც წრიული ფორმა აქვს და აშენებულია გათლილი, სუფთა ქვებით. თაღის კონსტრუქცია თავბანდსა და ქუსლში ერთნაირია და შეადგენს ნახევარ მეტრს. ხიდის თაღი შედგება ორი ნაწილისაგან - თვით კონსტრუქციისაგან და გალავნისაგან.