პერიოდი: სექტემბერი
მარეთობა მარეთის ხეობის (შუახევის რაიონი) სახალხო დღესასწაულია, რომელიც 2005 წლის ნოემბერში დაფუძნდა. დღესასწაულის ყოველწლიურად აღნიშვნა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კურთხევას დაუკავშირდა. ეკლესიის აშენება და მარეთობის შემოღება ხეობის ინიციატივით განხორციელდა. დღესასწაულის გახსნას წინ უძღოდა მასობრივი ნათლობა. დღესასწაულზე იმართება ხეობაში შემორჩენილი ტრადიციული ხალხური თამაშობები, სხვადასხვა სპორტული ღონისძიება, ცეკვა-სიმღერა.