წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის მშენებლობა 1888 წელს დაიწყო და 1906 წელს დასრულდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი გაუქმდა და თავისი ტერიტორიებით სამხედრო ჰოსპიტალს გადაეცა. 1997 წლის 7 აპრილს ბათუმის და სხალთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ ტაძარი საზეიმოდ აკურთხა.