კატალოგი - GoBatumi
გონიო აფსაროსის ციხე მუზეუმი გონიო აფსაროსის ციხე მუზეუმი გონიო აფსაროსის ციხე მუზეუმი გონიო აფსაროსის ციხე მუზეუმი გონიო აფსაროსის ციხე მუზეუმი გონიო აფსაროსის ციხე მუზეუმი
გონიო აფსაროსის ციხე მუზეუმი გონიო აფსაროსის ციხე მუზეუმი გონიო აფსაროსის ციხე მუზეუმი გონიო აფსაროსის ციხე მუზეუმი გონიო აფსაროსის ციხე მუზეუმი გონიო აფსაროსის ციხე მუზეუმი

ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ. დაშორებით, მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე გონიო-აფსაროსის I საუკუნის ციხე-სიმაგრე მდებარეობს. საქართველოში ერთ-ერთი უძველესი დასახლება ამ ციხის ირგვლივ იყო გაშენებული. გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და რეგიონებს შავი ზღვის სანაპიროსთან აკავშირებდა. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი – ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. შესაბამისად, ციხე მოიცავს რამდენიმე ფენას: რომაულს (ძვ.წ. III-IV სს.), ბიზანტიურს (VI-VII სს.) და ოსმალურს (XVI ს.). ამ ყველაფერთან ერთად გონიოს ციხე წარმოადგენდა საქართველოს მეფეების ერთ-ერთ სტრატეგიულ თავდაცვით ობიექტს, რომელიც შეუცვლელი იყო მომხვდურის დასახვედრად.

გონიო-აფსაროსის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული არგონავტების მითთან. ცნობილია, რომ სწორედ აქ დაკრძალა მეფე აიეტმა თავისი ვაჟი აფსაროსი, რომელიც გაქცეულმა იასონმა მოკლა. გადმოცემის მიხედვით, აქვეა დაკრძალული ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი, მატათა.

ხალხური თქმულებების მიხედვით, ციხის გვერდით ჭოროხის მარცხენა შენაკადი ჩამოედინებოდა და იქვე მახლობლად ზღვას ერთვოდა. გადმოცემისვე მიხედვით, მდინარეს სანაოსნო მნიშვნელობაც ჰქონდა – აქედან მოსახლეობა ნავებით ართვინში გადადიოდა. დროთა განმავლობაში ჭოროხის ეს ნაკადი ჩაკეტილა და ტბად გადაქცეულა. ასე წარმოშობილა ტბა, რომელიც დღეს გონიოს ტბის სახელითაა ცნობილი.

გონიოს მუზეუმ-ნაკრძალი 1994 წელს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ გონიო-აფსაროსის ციხესა და მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია ელინისტური ხანის მასალა. აღმოჩენილია საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები, ნივთიერი მასალა (კერამიკა, ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო, იუსტინიანე I-ის მონეტები). განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს განძი, რომელიც, ძირითადად, უნიკალური საიუველირო ნიმუშებისაგან შედგება და ამჟამად აჭარის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.


 სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 ყოველდღე


შესვლის ღირებულება: 3 ლარი.

სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები: 1 ლარი.

3 წლამდე ბავშვები: უფასოდ.

გიდის მომსახურება:  10 ლარი.

უბილეთოდ დაიშვებიან:  სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM ის წევრები,  საქართველოს და უცხოეთის ქვეყნის მუზეუმის თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები. 


როგორ მივიდეთ: 

  • ავტობუსი №16 - წერეთლის ქ - ჭავჭავაძის ქ - ტ.აბუსერიძის ქ - ანგისის ქ (ბავშვთა საავადმყოფო) -ახალსოფელი - გონიო - კვარიათი -სარფი (საბაჟო))
  • ავტობუსი №17 – (რკინიგზის სადგური - თამარ მეფის გამზირი - ბაქოს ქ - ჭავჭავაძის ქ - ბარათაშვილის ქ - გორგილაძის ქ - (იუსტიციის სახლამდე)- ხიმშიაშვილის ქ - კობალაძის ქ - აეროპორტი - აფსაროსის ქ - გონიო - სარფი)
  • სამარშუტო ტაქსი №33 – (თბილისის მოედანი - ჭავჭავაჭიძის ქ. - აბუსერიძის ქ. - ანგისის ქ. - ახალსოფელი - გონიო)
  • სამარშუტო ტაქსი - №88 - (თბილისის მოედანი - ჭავჭავაჭიძის ქ. - აბუსერიძის ქ. - ანგისის ქ. - ახალსოფელი - გონიო - სარფი)
თეგები:

გონიო აფსაროსის ციხე მუზეუმი

სანახაობა და კულტურა
სოფელი გონიო, აფსაროსის გზატკეცილი