მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად საქმიანი დანიშნულება აქვს, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე იუსტიციის სახლი ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური შენობაა, საქართველოში არსებულ საჯარო შენობებს შორის. იტალიელი არქიტექტორის, მიქელე დე ლუკკის პირმშო არა მხოლოდ უახლეს, კომფორტულ, გამარტივებულ და ინოვაციურ სახელმწიფო მომსახურებას გაგიწევთ, არამედ, თქვენი შეხვედრების საინტერესო დანიშნულების ადგილიც იქნება.