ბათუმის უნიკალური ბულვარი დღეს ორიგინალური თანამედროვე სკულპტურებისა და ქანდაკებების მასპინძელიცაა. აქ დაგხვდებათ: „ქალი ველოსიპედით“, „შეყვარებული ქანდაკება“, „მე, შენ და ბათუმი“, „დელფინები“, „ვენერა ანგელოზებით“, „პეპელა“, „მშობელი ეტლით“, „სიყვარულის ახსნა“, „ყირამალა ბიჭუნა“, „ლოკოკინა“, აღმაფრენა“, ნერგები“, ძელსკამზე მოკალათებული მიხეილ დ’ალფონსი, რომელმაც ბათუმის ბულვარის განაშენიანებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და “ოცნების სვეტი”, რომელთან მისვლამდეც 150 მეტრის სიგრძის ლაბირინთის გავლა მოგიწევთ. ნამდვილად ღირს ამ გზის გავლა, მარტო თუ ვინმესთან ხელჩაკიდებული, რომ სანუკვარი სურვილი ჩაიფიქრო. ყველა, ვინც ეს უკვე გააკეთა, ამბობს, რომ აქ, ბათუმში ჩაფიქრებული სურვილები სრულდება.