Events - GoBatumi
Art Festival “Argani”-არგანი
ფესტივალები 12:00

Art Festival “Argani”-არგანი

2018 წლის 10 აგვისტოს, ბათუმში არტ ფესტივალი „არგანი“/Batumi ArtFets “Argani” აიღებს სტარტს. სამი დღის განმავლობაში ბათუმის ცენტრალურ პარკი ბრწყინვალე არტ-მოედნად იქცევა, რომელიც მხატვრებს, დიზაინერებს, ხელნაკეთი ნივთების ოსტატებს, იოგის ინსტრუქტორებს, მომღერლებს, მუსიკოსებს, ფოტოგრაფებს, მოქალაქეებსა და ჩვენი ქალაქის სტუმრებს გააერთიანებს. აქ თქვენ ნახავთ ქართველი და უცხოელი ოსტატების საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას, მასტერ-კლასებს, შოუ-პროგრამებს, რომლებიც საოცარ ხელოვნებას შემოგთავაზებენ და სილამაზის სამყაროში გამოგზაურებენ ! 
არტ ფესტივალი გთავაზობთ:

  • ქართველი და უცხოელი ოსტატების მიერ შექმნილ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
  • ხატვისა და ცეკვის მასტერ-კლასები;
  • იოგა სუფთა ჰაერზე;
  • მხატვრებისა და ფოტოგრაფების გამოფენა;
  • არტ-ობიექტებისა და გრაფიტის შექმნა;
  • ბავშვთა ზონა სპორტული და სახალისო აქტივობებით;
  • ფუდ-ზონა;
  • ქართული და უცხოური ფილმების ჩვენება ღია ცის ქვეშ;
  • წარმოდგენილი იქნება Fire Show, მუსიკალური ჯგუფი და DJ. 
     
დასწრება თავისუფალია
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები