Events - GoBatumi
ბათუმში ლუდის ფესტივალი  გაიმართება
გართობა 12:00

ბათუმში ლუდის ფესტივალი გაიმართება

7 ივლისს, ბათუმი ლუდის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის სტუმრებს 12 საათიდან, ბულვარში საზაფხულო თეატრთან მზისფერი ლუდი, სასიამოვნო მუსიკა, პრიზები და სახალისო აქტივობები ელოდებათ. დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ბენდები Soundlab, მელომანიაკი, Free Space Band, Road Radio, Pacific, ნერვოზი და დიჯეები - ლაშა გურული, Chicki, რეზი იზრუნებენ.

ფესტივალის პროგრამა ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი, სადაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო გარემოში დასვენება იქნება შესაძლებელი. ბავშვებისთვის მოწყობილ სპეციალურ კუთხეში პატარების გართობაზე ანიმატორები იზრუნებენ. სამაგიდო თამაშების კლუბი „Tsibakha Game Club“ კი საინტერესო თამაშებს ზრდასრულებს შესთავაზებს. ფესტივალზე ასევე, იქნება სპეციალური საფეხბურთო სივრცე, სადაც სტუმრებს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ნახვა შეეძლებათ.

სასიამოვნო მუსიკისა და გართობის მთავარი მიზანი კი ქველმოქმედებაა. ფესტივალზე დახარჯული თანხა მთლიანად მოხმარდება 24 წლის ბათუმელი გვანცა დიასამიძის გამოჯანმრთელებას, რომელიც ორი წელია მძიმე დაავადებას ებრძვის. 

თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები