Events - GoBatumi
ენიო მორიკონე
კონცერტები 04:30

ენიო მორიკონე

19 მაისს, Black Sea Arena 2018 წლის სეზონის გახსნაზე წარმოგიდგენთ ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტს რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად. კონცერტზე შესრულდება მაესტროს მიერ კინოსთვის შექმნილი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებები. ღონისძიება მაესტროს მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში იმართება. ენიო მორიკონეს თავისი ბრწყვინვალე კარიერის განმავლობაში შექმნილი აქვს 600 - მდე მუსიკალური ნაწარმოები, რომელთაგან 500 სხვადასხვა ფილმისთვის დაწერა.

ენიო მორიკონეს აქვს 6 „ბაფტას“, 3 „გრემისა“ და 3 „ოქროს გლობუსის“ ჯილდო.

კარის გახსნა: 18:00 საათი

დასაწყისი: 20:30 საათი

ბილეთების შეძენა: www.tkt.ge (60 ლარიდან)

მისამართი: შეკვეთილი

ტელეფონი: +995 599 12 06 06 

60.00 GEL
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები