ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივი კონცერტით, „ბლექ სი არენაზე“ 2019 წლის 7 სექტემბერს გაიხსნება.
შეკვეთილში მდებარე არენაზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, საქართველოდან და უცხოეთიდან. საფრანგეთს (კორსიკა) – Spartimu წარმოადგენს, იტალიას (სარდინია) კი – Castelsardo . საქართველოს სახელით მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: „ბერმუხა“ (აჭარა); „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „რიჰო“ (სვანეთი), „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი); ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ბათუმი“.
ბილეთის ღირებულება: 10-50 ლარი
ბილეთების ღირებულება: https://tkt.ge/Event/199421/folkloris-festivali
ჩატარების თარიღი: 07/09/2019
დასაწყისი: 20:00
ჩატარების ადგილი: ბლექს სი არენა
მისამართი: შეკვეთილი
ტელეფონი: +995 555 580 502
FB: https://www.facebook.com/BlackSeaArena/
Google Map: https://goo.gl/maps/swrhw9GsTh8JnR9s9