Events - GoBatumi
ღამის სერენადები
კონცერტები 20:00

ღამის სერენადები

ლიანა ისაკაძის X საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალი

„ღამის სერენადები“.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში, აფხაზეთში დაარსდა. სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი ამ ფესტივალის აღდგენა, რომლის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა.

წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოვება, რის გამოც, 2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას უკვე „ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა.

2018 წელს, საიუბილეო ფესტივალი, 26, 28 და 29 აგვისტოს ქ. ბათუმში სასტუმრო შერატონ ბათუმის 500 მაყურებელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზში უკვე მეათედ გაიმართება.

2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია, ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები“. ამ ორკესტრმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ორკესტრის დაკომპლექტება მოხდა უცხოეთში და საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებით და ეწოდა „საქართველოს ვირტუოზები“.

წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან – პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია),

მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰ. ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბოროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო, პიეტროდარჩი (იტალია), კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო)

და სხვ.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია და ქ. თბილისის მერია.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

26 აგვისტო  - იოსებ ბარდანაშვილის საიუბილეო კონცერტი

28 აგვისტო  - ვიოლინოს ჯადოქარი – გეზა ჰოსზუ ლეგოცკი, 

29 აგვისტო 2018 - ტანგოს საღამო - სოფია ბოროსი, მარიო სტეფანო პიეტროდარჩი

 

დასაწყისი: 20:00 საათი

ღირებულება: B კატეგორია - 30 ლარი; A კატეგორია - 40 ლარი; VIP – 60 ლარი; ღამის სერენადები - აბონემენტი (B კატეგორია) – 60 ლარი; ღამის სერენადები - აბონემენტი (B კატეგორია) – 90 ლარი;

ბილეთების შეძენა: www.tkt.ge

მისამართი: სასტუმრო შერატონი, რუსთაველის ქ. №28

30.00 GEL
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები