ბათუმის ნახევარ-მარათონი მასშტაბური ღონისძიებაა ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე. Colosseum Marina Hotel • სასტუმრო კოლიზეუმ მარინა-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიება აპრილში გაიმართება და ყოველწლიურ ხასიათს შეიძენს.
გარბენისას სწრაფი და მოსახერხებელი მარშრუტი გელით, რომელიც ბათუმის ღირსშესანიშნაობების გაცნობის საშუალებას მოგცემთ.
გთავაზობთ ნახევარ-მარათონს (21,1 კმ), მხიარულ გარბენს (დაახლ. 10 კმ) და ორ ბავშვთა გარბენს. ბავშვთა გარბენში მონაწილეობა სრულიად უფასოა.
ნახევარ-მარათონის გამარჯვებულებს სოლიდური ჯილდო ელით.
ღონისძიება ემსახურება სირბილის, როგორც სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. ასევე, ორგანიზატორებს სურთ, შექმნან პლატფორმა ახალგაზრდა ქართველი მორბენალებისთვის, რათა მათ შეძლონ თავი წარუდგინონ ფართო აუდიტორიას და საკუთარი ძალები გამოსცადონ გამოცდილ უცხოელ მორბენალებთან შეჯიბრში. ორგანიზატორების მიზანია, ბათუმი მნიშვნელოვან სივრცედ იქცეს პროფესიონალი თუ მოყვარული მორბენალებისთვის მსოფლიოს გარშემო.
ღონისძიება მხარს უჭერს სპეციალურად შერჩეულ საქველმოქმედო პროექტებს.
ორგანიზატორი: სასტუმრო კოლიზეუმ მარინა (http://colosseummarina.ge)
პარტნიორები: Tbilisimarathon; აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი (Visit Batumi)
სპონსორები: ORBI GROUP; Alphabetic Tower / ანბანის კოშკი; Brilliant Promotion; Shindi - შინდი
დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს: https://batumi-marathon.com