28 დეკემბერს, კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება. სეზონის გახსნის ღონისძიებები კურორტზე 14:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათამდე გაგრძელდება. ზამთრის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით კურორტ გოდერძის მიმდებარე ტერიტორია გაფორმდება დეკორაციებით, დაინთება კოცონი, იქნება ელექტრონული მუსიკა და მოეწყობა გასართობი თამაშები ბავშვებისთვის. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისრიალონ თხილამურებზე, გაისეირნონ საბაგიროთი, მიირთვან გლინტვეინი, ჩაი და ყავა. მათ პოზიტიურ განწყობაზე ასევე იზრუნებენ ბენდი „Fourth Season”, ირაკლი ფაღავა და ბენდი „GROOVE PHOENICS".
ტრანსპორტი :
ღონისძებაზე დასწრების მსურველთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტი უფასოდ ბათუმიდან კურორტ გოდერძიმდე და უკან.
გამგზავრება ბათუმიდან: 08:30 სთ, ბულვარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრიდან (ბულვარის ცენტრალური შესასვლელი, ნინოშვილის ქ. N2)
გამგზავრება ბათუმში: 19:00 სთ (დაბრუნება ბათუში: 23:00 სთ)
ტრანსპორტის დასაჯავშნად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: 577 90 90 93 /577 90 90 91
ღონისძიების პროგრამა