ბექა ფიფია 8 წლის ბიჭია, რომელსაც მთელ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც კი იცნობენ. ის ძალიან ძლიერი ბიჭია, რომელიც ლეიკემიას ებრძვის ! #ჩემი #შენი #ჩვენი ერთად ყოფნით #ბექასთვის უკვე ბევრი რამ შევძელით, მაგრამ წინ კიდევ დიდი ბრძოლაა. 1 აგვისტოს ბექასთვის, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მომღერლები აწყობენ საქველმოქმედო კონცერტს!
სოფო ხალვაში; ნიკო ბერიძე; ანრი გუჩმანიძე; გიორგი ტუღუში; სალომე მირიანაშვილი; გიორგი ფუტკარაძე; თეონა ჩიტიშვილი; ფოლკ ბენდი „აისი“ და ბსუ-ს ბენდი.
ისინი იმღერებენ ბექას სიცოცხლისთვის ! იმისთვის, რომ ბექა აუცილებლად გამოჯანმრთელდეს ! ერთად დავამარცხოთ ლეიკემია !
ჩატარების ადგილი: ბათუმის საზაფხულო თეატრი
დასაწყისი: 19:00 საათი
ღირებულება: 15 ლარი
ბილეთების შეძენა: www.tkt.ge
მისამართი: ბათუმის ბულვარი